You are using an outdated browser. For a faster, safer browsing experience, upgrade for free today.

Online Taxi
Yandex (GO) პარტნიორის შესახებ

Yandex.Taxi ზედმიწევნით იცავს ყოველი ქვეყნის კანონმდებლობას, სადაც მისი აპლიკაცია მუშაობს. საქართველოში, ისევე
როგორც სხვა ქვეყნებში და მათ შორის ევროკავშირის ქვეყნებშიც, Yandex.Taxi-ის აპლიკაცია იმართება ჰოლანდიური კომპანია
Yandex.Taxi B.V. მიერ, რომელიც მკაცრად იცავს ევროკავშირის კანონმდებლობის ნორმებსა და სტანდარტებს, მათ შორის
პერსონალურ მონაცემთა დაცვის რეგულაციას (GDPR). Yandex.Taxi წარმოადგენს საერთაშორისო ტექნოლოგიური კომპანია
Yandex-ის შვილობილ ფირმას. Yandex-ი დარეგისტრირებულია და მისი აქციები ივაჭრება ნიუ-იორკის NASDAQ-ის ბირჟაზე.
Yandex.Taxi-მ და ამერიკულმა კომპანია UBER-მა თავისი მგზავრების გადაყვანის ბიზნესები გააერთიანეს რუსეთის
ფედერაციის და რამდენიმე სხვა ქვეყნის ბაზარზე; აღნიშნული შეთანხმება ასევე ვრცელდება საქართველოზეც. Yandex.Taxi-ს
სერვისი მუშაობს მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში, ადამიანებს სთავაზობს რა ხელმისაწვდომ და მოსახერხებელ საშუალებას
ტაქსით მგზავრობისთვის.

მზად ხარ პირველი მოგზაურობისთვის?