Yandex.Taxi ზედმიწევნით იცავს ყოველი ქვეყნის კანონმდებლობას, სადაც მისი აპლიკაცია მუშაობს. საქართველოში, ისევე როგორც სხვა ქვეყნებში და მათ შორის ევროკავშირის ქვეყნებშიც, Yandex.Taxi-ის აპლიკაცია იმართება ჰოლანდიური კომპანია Yandex.Taxi B.V. მიერ, რომელიც მკაცრად იცავს ევროკავშირის კანონმდებლობის ნორმებსა და სტანდარტებს, მათ შორის პერსონალურ მონაცემთა დაცვის რეგულაციას (GDPR). Yandex.Taxi წარმოადგენს საერთაშორისო ტექნოლოგიური კომპანია Yandex-ის შვილობილ ფირმას. Yandex-ი დარეგისტრირებულია და მისი აქციები ივაჭრება ნიუ-იორკის NASDAQ-ის ბირჟაზე. Yandex.Taxi-მ და ამერიკულმა კომპანია UBER-მა თავისი მგზავრების გადაყვანის ბიზნესები გააერთიანეს რუსეთის ფედერაციის და რამდენიმე სხვა ქვეყნის ბაზარზე; აღნიშნული შეთანხმება ასევე ვრცელდება საქართველოზეც. Yandex.Taxi-ს სერვისი მუშაობს მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში, ადამიანებს სთავაზობს რა ხელმისაწვდომ და მოსახერხებელ საშუალებას ტაქსით მგზავრობისთვის.